თავში

CNN: აშშ ნატოს დაფინანსებას ამცირებს - თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს

​CNN: აშშ ნატოს დაფინანსებას ამცირებს - თანხას საქართველოს და უკრაინას
CNN: აშშ ნატოს დაფინანსებას ამცირებს - თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის შემცირებას გეგმავს, ხოლო დაზოგილ თანხას უკრაინასა და საქართველოში პროგრამებს მოახმარს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.

როგორც ამერიკულ ტელეკომპანიას პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა, NАТО-ს ბიუჯეტის 22% ვაშინგტონის შემოწირულობებით ივსებოდა. ახლა კი იგეგმება მისი 16%-მდე შემცირება.

მისი თქმით, დაზოგილ თანხას აშშ ევროპაში სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თავის ძალისხმევას მოახმარს. მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს დახმარების პროგრამები.

CNN-ის ცნობით, ალიანსში შემავალი სხვა ქვეყნები მოახდენენ ამ დანაკლისის კომპენსირებას, რომელიც ამერიკის შემცირებით იქნება გამოწვეული.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ნატო-სთან საერთო ბიუჯეტში შენატანის საკითხი უკვე შეათანხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system