თავში

CNN: აშშ-ს მძიმე და მომაკვდინებელი ზამთარი ელის

CNN: აშშ-ს მძიმე და მომაკვდინებელი ზამთარი ელის
CNN: აშშ-ს მძიმე და მომაკვდინებელი ზამთარი ელის

შეერთებული შტატები, ახალი ტიპის კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო, მკაცრი და მომაკვდინებელი ზამთრის წინაშეა. ამის შესახებ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ძალიან რთული პერიოდი იქნება. შესაძლოა ითქვას რომ ეს პეროდი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება", - თქვა რედფილდმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინა აშშ-ში ჯერ არ დაწყებულა. ამ დროისთვის ქვეყანა ნორმალური ცხოვრებისგან ძალიან შორს არის.  

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ინფიცირების 14,5 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ამავდროულად, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურად 200 ათას ადამიანს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system