თავში

CNN: დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადეს

CNN: დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადეს
CNN: დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადეს

აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ამ კვირის დასაწყისში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილი პაკეტი ამოიღეს, რომლიც შხამიან ნივთიერება რიცინს შეიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში გაგზავნილი ყველა პაკეტი წინასწარ შემოწმებას გადის. ნივთიერება რიცინის არსებობის დასადასტურებლად პაკეტს ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა.

ამ დროისათვის მომხდარს FBI-სა და აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები იძიებენ. 

პრეზიდენტ ტრამპისადმი გაგზავნილი შხამიანი ნივთიერება რიცინი ღებინებას, შინაგანი სისხლდენას, ორგანოთა უკმარისობასა და სიკვდილს იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system