თავში

CNN: დონალდ ტრამპს მარცხის აღიარებისკენ მელანია ტრამპიც მოუწოდებს

CNN: დონალდ ტრამპს მარცხის აღიარებისკენ მელანია ტრამპიც მოუწოდებს
CNN: დონალდ ტრამპს მარცხის აღიარებისკენ მელანია ტრამპიც მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ პირველი ლედი მელანია ტრამპიც მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პირველმა ლედიმ პრეზიდენტთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, ტრამპმა დამარცხება აღიაროს.

გამოცემის ცნობით, არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების მიუხედავად, ტრამპი დანებებას არ აპირებს.

ცნობისთვის, CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისმა სიძემ და უფროსმა მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა.  

ამასთან, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის მეუღლე - მელანია ტრამპი ქმართან განქორწინებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system