თავში

CNN-მა და CBS News-მა ბაიდენი-ტრამპის დებატების გამარჯვებული დაასახელა

CNN-მა და CBS News-მა ბაიდენი-ტრამპის დებატების გამარჯვებული დაასახელა
CNN-მა და CBS News-მა ბაიდენი-ტრამპის დებატების გამარჯვებული დაასახელა

ამერიკული სატელევიზიო არხების, CNN-ისა და CBS News-ის ბლიც-გამოკითხვის მონაცემებით, მაყურებელის თქმით, აშშ-ის დემოკრატიული პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯოზეფ ბაიდენმა დებატები მოქმედი თეთრი სახლის ხელმძღვანელს, დონალდ ტრამპს მოუგო.

CNN-ის განცხადებით, ტელემაყურებელთა 60%-მა სატელევიზიო დებატებში გამარჯვება ბაიდენს მიანიჭა. ამავე დროს, ტრამპი გამარჯვებულად ტელეარხის მაყურებელთა მხოლოდ 28%-მა დაასახელა.

CBS News-ის ბლიც-გამოკითხვის თანახმად, მაყურებლებმა უპირატესობა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს მიანიჭეს. გამოკითხვის მიხედვით, მაყურებელთა 48% ბაიდენს უჭერს მხარს, ხოლო 41% გამარჯვებულად ტრამპს თვლის. 

მედიაექსპერტების მიერ აღიარებულია, რომ ტელეარხი CNN აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი, ხოლო CBS News უფრო ნეიტრალურ ტელევიზიად ითვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system