თავში

CNN-მა საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

CNN-მა საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა
CNN-მა საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

გამოცემა CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ის ქვეყნებია ჩამოთვლილი, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საერთაშორისო ტურიზმს აღადგენენ. 

სტატიაში ჩამოთვლილ გვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა.

სტატიის ავტორი აღნიშანვს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს, ამ პერიოდში ქვეყანა 5 მილიონმა სტუმარმა მოინახულა, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. 

თუმცა მიმდინარე წლის მარტის თვეში, მიმდინარე ეპიდემიური კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და ჩაეკეტა ქვეყნის საზღვრები.

ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. 

მთავრობის წარმომადგენლებმა წარადგინეს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს, მათ შორის მარკეტინგის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც - „უსაფრთხო ტურისტული მიმართულების“, პოპულარიზაციას.

მომდევნო ეტაპზე ნებადართულია შიდა ტურიზმი სპეციალურ „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო, ბოლო ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენები. 

„ჩვენ გადავდივართ მე-3 ეტაპზე, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური კრიზისის მართვას და სხვადასხვა სექტორის აღდგენის გეგმის შემუშავებას“, - სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ციტირებს.  

გამოცემა აღნიშნავს, პრემიერის თქმით, ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც ანტიკრიზისული ღონისძიებები შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system