თავში

CNN: რა "საშობაო საჩუქარს" უმზადებს ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს

​CNN: რა "საშობაო საჩუქარს" უმზადებს ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს
CNN: რა საშობაო საჩუქარს უმზადებს ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარებას გეგმავს, რომელიც, სრულ დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარის თქმასაც ითვალისწინებს. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ჩრილოეთ კორეის აშშ-ს მიმართ ახალი პოლიტიკა, სავარაუდოდ, სწორედ ის "საშობაო საჩუქარია", რომლითაც ფხენიანი ვაშინგტონს ცოტა ხნის წინ დაემუქრა.

გარდა ამისა, CNN-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა სანქციების შემსუბუქებისთვის აღარ იბრძოლებს და ამის ნაცვლად თვითკმაყოფილების სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის განმტკიცებას დაუჭერს მხარს.

CNN-ის წყაროს ცნობით, კიმ ჩენ ინი „მოლოდინის პოზიციას“ იკავებს, რადგან თვლის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის გამო მოწყვლადი აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system