თავში

CNN: რა ვიცით ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ

CNN: რა ვიცით ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ
CNN: რა ვიცით ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ

გერმანული ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული კორპორაცია Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას პრეპარატის მწვავე გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ამის შესახებ CNN წერს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვაქცინის ყველაზე გავრცელებულ გვერდით ეფექტებს ინექციის ადგილას გამონაყარი, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი და სიცხე წარმოადგენს.

ვაქცინის მწვავე გვერდითი მოვლენები კლინიკურ კვლევაში მონაწილეთა 4,6%-ზე ნაკლებში გამოვლინდა და მათ რიცხვს უმეტესად  ხანდაზმული პირები წარმოადგენენ.

CNN ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა სხვა ჯგუფებისთვის, კერძოდ ორსულებისა და 16 წლამდე ბავშვებისთვის.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სპეციალური გაფრთხილება გასცა, რომ მწვავე ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს გერმანიის ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკელი პარტნიორი Pfizer-ის მიერ შემუშავებული პრეპარატით ვაქცინაცია არ ჩაუტარდეთ. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგების თანახმად, BNT162b2-ის ეფექტურობა 95%-ს აღწევს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების შემთხვევაში - 94%ს აჭარბებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system