თავში

CNN: რუსულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა შავი ზღვის თავზე სახიფათო მანევრი შეასრულა

CNN: რუსულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა შავი ზღვის თავზე სახიფათო მანევ
CNN: რუსულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა შავი ზღვის თავზე სახიფათო მანევრი შეასრულა

ორმა რუსულმა გამანადგურებელმა პარასკევს შავი ზღვის თავზე და საერთაშორისო წყლებში აშშ-ის საჰაერო ძალების ბი-52 ბომბდამშენის მიმართ "სახიფათო და არაპროფესიონალი" ქმედება განახორციელა. რუსულმა ბი-27-ის მფრინავებმა ამერიკულ ბი-52-ს მანევრირების შესრულებაში რამდენჯერმე ხელი შეუშალეს. მათ გამოიწვიეს ტურბულენტობა, რაც ზღუდავდა ამერიკული მფრინავების მანევრის შესრულების უნარს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

”მსგავსი ქმედებები ზრდის საჰაერო შეჯახების პოტენციალს და არ შეესაბამება ფრენის საერთაშორისო წესებს”, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში, ჯეფ ჰარიგიანმა. 

”მიუხედავად იმისა, რომ რუსული თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მუშაობდნენ, ისინი საფრთხეს უქმნიდნენ თვითმფრინავის ფრენის უსაფრთხოებას. ჩვენ ველით, რომ ისინი იმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ავარიების თავიდან ასაცილებლად”, - აღნიშნა მან.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის ბი-52-ები  პარასკევს, სოლიდარობის გამოსახატად, ნატოს 30-ზე მეტი ქვეყნისკენ გაფრინდა. ამერიკული ბომბდამშენები ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ და სხვა თვითმფრინავებს საფრთხეს არ უქმნიდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system