თავში

CNN: საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია სააღდგომო რიტუალზე მრევლს მაინც ელოდება

CNN: საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია სააღდგომო რიტუალზე მრევლს მაინც ელოდება
CNN: საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია სააღდგომო რიტუალზე მრევლს მაინც ელოდება

გავლენიანი ამერიკული გამოცემა CNN, საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით, საქართველოს დაუმორილებელი ეკლესია სააღდგომო რიტუალებს მრევლთან ერთად მაინც ჩაატარებს.  ჟურნალისტმა საქართველოში არსებული სიტუაცია აღწერა და მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ ისაუბრა. 

"ერთი შეხედვით საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის წარმატების ისტორია იყო. კავკასიის პატარა მოსახლეობამ მოახერხეა და ხუთშაბათის მონაცემებით მხოლოდ 370 შემთხვევა ფიქსირდება. 

თუმცა საქართველო ახლა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. კვირას, აღმოსავლური ქრისტიანული კალენდრის მიხედვით, აღდგომა აღინიშნება და საქართველოს ძლევამოსილი მართლმადიდებლური ეკლესია მასობრივი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რაც ჯანდაცვის წარმომადგენლების მტკიცებით სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს.

საქარეთველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კორონავირუსის შესაჩერებლად, დროულად გადადგეს ნაბიჯები. ხელისუფლებამ სკოლები 29 თებერვალს დაკეტა, მაშინ როცა ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა იყო. ჯანდაცვის ექსპერტებმა მოსახლეობას ვირუსის შესაჩერებლად სოციალურ დისტანცირებას და სვა რეკომენდაციებს სთავაზობდა. ხუთშაბათს, 5 დღით აიკრძალა ავტომობილების გადაადგილება. 

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უარზეა დააკმაყოფილოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების მოწოდება - დარჩნენ სახლში. ეკლესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიალების ჩატარება გრძელდება.

ტრადიციებზე მიჯაჭვული ეკლესია ამ ეტაპამდე უარს აცხადებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებას. მღვდელმსახურები აღსარების რიტუალს ისეც ერთი კოვზით ატარებენ" -  აცხადებს საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის პრეოქტების კოორდინატორი სალომე კანდელაკი CNN-თან ინტერვიუში. 

ეკლესიის პრესცენტრმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენლი მიტროპოლიტი გერასიმე აცხადებს, "ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან შეუძლებელია, ჩვენ ხალხს ვმკურნალობთ და არა ვასნეულებთ..."

 CNN-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეკლესიის გავლენა საზოგადოებაში იკლებს. ნდობის კოეფიციენტი რომელიც 2008 წელს 75% იყო ახლა 38-მდე დაეცა. რამდენიმე დიდი სკანდალის შემდეგ.

"ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე, სახელმწიფოს ყველა ძალისხმევას, შეაჩეროს რელიგიური ცერემონიალები, ეფექტი არ ექნება", - აღნიშნულია სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system