თავში

CNN: ცხოველების ვიდეოების ყურება შფოთს 35%-ით ამცირებს

CNN: ცხოველების ვიდეოების ყურება შფოთს 35%-ით ამცირებს
CNN: ცხოველების ვიდეოების ყურება შფოთს 35%-ით ამცირებს

გაერთიანებული სამეფოს ლიდსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ საყვარელი ცხოველების ვიდეოების ყურება სტრესისა და შფოთის შემცირებას უწყობს ხელს. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, კვლევების ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, გულისცემასა და სტრესზე ლეკვებისა და კნუტების ვიდეოების 30 წუთის განმავლობაში ყურება.

ლიდსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დოქტორი ანდრეა უტილის განცხადებით, კვლევაში 19 პირი მონაწილეობდა, რომლებსაც 30 წუთის განმავლობაში პატარა ცხოველების ვიდეოებს აყურებინებდნენ. ამასთან, კვლევაში მონაწილე პირები სტრესულ გარემოში იმყოფებოდნენ, თუმცა ვიდეოს ყურებისას მათი არტერიული წნევა "იდეალურ ფარგლებში" იყო. ასევე დარეგულირდა მათი გულისცემის საშუალო სიხშირეც, ხოლო შფოთის მაჩვენებლები 35%-ით შემცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system