თავში

Coldplay ახალ ალბომს 22 ნოემბერს გამოუშვებს

​Coldplay ახალ ალბომს 22 ნოემბერს გამოუშვებს
Coldplay ახალ ალბომს 22 ნოემბერს გამოუშვებს

პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Coldplay ახალ, ორმაგ ალბომს გამოსცემს. სტუდიური ნამუშევარი სახელწოდებით Everyday Life გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება.

"მოგესალმებით, მეგობრებო. იმედი გვაქვს, სადაც ხართ, თავს კარგად გრძნობთ. ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ალბომზე სახელად Everyday Life. პირველ ნაწილს Sunrise ეწოდება, მეორეს კი Sunset. ჩანაწერში მოგიყვებით, რას ვგრძნობთ სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით. დიდი სიყვარულით კრისი, ჯონი, გაი და უილი",- წერს ჯგუფი „ისტაგრამზე“.

მანამდე მადრიდში მოულოდნელად შავ-თეთრი პოსტერები გამოჩნდა, რომელის 1919 წლის 22 ნოემბრით იყო დათარიღებული. სურათზე ჯგუფი 1920 წლებისთვის დამახასიათებელი სამოსით იყო წარმოდგენილი, გვერდს კი მათ გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე უმშვენებდა. ფანებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ამ ორიგინალური გზით Coldplay ახალ ალბომს აანონსებს, რომელიც 2019 წლის 22 ნოემბერს გამოვა.

View this post on Instagram

#EverydayLife #Coldplay 22 November, 2019

A post shared by Coldplay (@coldplay) on

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system