თავში

Coldplay-მ ახალი მინი ალბომი და ფილმი გამოუშვა

Coldplay-მ ახალი მინი ალბომი
Coldplay-მ ახალი მინი ალბომი და ფილმი გამოუშვა

Coldplay-მ ახალი მინი ალბომი, სახელწოდებით "Reimagined" და მასზე მუშაობის ამსახველი ფილმი გამოუშვა. მასში სამი ახალი სიმღერა "Cry Cry Cry", "BrokEn" და "Champion of the World" შევიდა. მისი მოსმენა ჯერჯერობით, მხოლოდ "Apple Music-ში" შეგიძლიათ. ეს მინი ალბომი კი მათ ახალ სტუდიურ ალბომში "Everyday Life-ში” შედის. 

ჯგუფმა ალბომზე მუშაობის პერიოდის ამსახველი კადრები დოკუმენტურ ფილმად აქცია და იუთუბის არხზე გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფის ორი წევრი, კრის მარტინი და ჯონი ბუქლენდი საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. 

 

მანამდე პოპულარული ჯგუფის, Coldplay-ს ახალი სიმღერის “Cry Cry Cry-ის” ვიდეო YouTube-ზე გამოჩნდა. ეს სიმღერა მათ ახალ ალბომში “ Everyday Life-ში” შედის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კლიპის რეჟისორი კრის მარტინის ახალი შეყვარებული, მსახიობი დაკოტა ჯონსონია. ეს რეჟისორის რანგში მისი დებიუტი გახდა. კლიპზე მასთან ერთად რეჟისორი ქორი ბეილიც მუშაობდა.

გადაღებები ლონდონში მდებარე დარბაზში "Rivoli Ballroom-ში" მიმდინარეობდა, რომელიც 1950-იანების ინტერიერითაა სახელგანთქმული და ფილმებისა და ტელეშოუების გადასაღები მოედანი ხშირად ხდება ხოლმე.

ცეკვა ქორეოგრაფმა სელია როულსონ-ჰოლმა დადგა.  








ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system