თავში

Collins English Dictionary წლის სიტყვას ასახელებს

​Collins English Dictionary წლის სიტყვას ასახელებს
Collins English Dictionary წლის სიტყვას ასახელებს

ინგლისური ენის ლექსიკონმა Collins English Dictionary 2020 წლის მთავარ სიტყვად - "lockdown" (ლოქდაუნი) დაასახელა.

მასთან ერთად შორტ-ლისტში მოხვდნენ სიტყვები "coronavirus" (კორონავირუსი), "social distancing" (სოციალური დისრანცია), "self-isolate" (თვითიზოლაცია), ასევე რამდენიმე სიტყვა, რომელიც COVID-19-ის პანდემიასთან კავშირში არაა "Megxit", "tiktoker" და "BLM" (Black Lives Matter).

"არაფერია უცნაური იმაში, რომ Collins Word of the Year 2020 შორტ-ლისტში ბევრი სიტყვა პანდემიასთან არის დაკავშირებული. იმან, რამაც ყოველი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ყველა ქვეყანასა და კონტინენტს შეეხო, ჩვენს ენაზეც არსებითი გავლენა მოახდინა. და ჩვენი სიაც მოწმობს, რომ საუბარი მხოლოდ დაავადებაზე და მის სიმპტომებზე არ არის", - განაცხადეს ლექსიკონის ადმინისტრაციაში.

კოლინზის ინგლისური ენის განმარტებითმა ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვათშეთანხმებად „climate strike“ (კლიმატური გაფიცვა) დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system