თავში

COVAX გამოწვევების წინაშე დგას - ჯანმო-ს დირექტორი

COVAX გამოწვევების წინაშე დგას - ჯანმო-ს დირექტორი
COVAX გამოწვევების წინაშე დგას - ჯანმო-ს დირექტორი

ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროგრამა COVAX, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მედიკოსებისა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ დაწყებული არ არის.

გებრეისუსის თქმით, გასულ კვირას მან მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები გააჩნიათ, 10 მილიონი დოზა COVAX დაუყოვნებლივ გაუნაწილონ.

მან აღნიშნა, რომ ვაქცინების სამართლიანად განაწილებისთვის დრო ჯერ არ ამოწურულა.

„ვაქცინების სამართლიანი განაწილებისთვის დრო ჯერ კიდევ არ ამოწურულა. დარჩა ცხრა დღე, სანამ ამ წლის 100 დღეს მივაღწევთ და მიზანი, რომ ვაქცინის მიწოდება ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და რისკ-ჯგუფებისთვის ყველა ქვეყანაში დაიწყოს, ჯერ შესრულებული არ არის. COVAX ფარგლებში 78 ქვეყანამ უკვე 35 მილიონი დოზა მიიღო, თუმცა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობისა და თანასწორი განაწილების კუთხით სერიოზული გამოწვევები მაინც რჩება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, დამატებითი 10 მილიონი დოზის განაწილება იქნებოდა საგანგებო ზომა იმისთვის, რომ 10 აპრილამდე მედიკოსებისა და ხანდაზმულთა აცრა დაიწყოს იმ 20 ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციისთვის, თუმცა პრეპარატი ჯერ არ მიუღიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system