თავში

COVAX-ის ფარგლებში COVID-19-ის ვაქცინები შრი-ლანკაში ჩაიტანეს

COVAX-ის ფარგლებში COVID-19-ის ვაქცინები შრი-ლანკაში ჩაიტანეს
COVAX-ის ფარგლებში COVID-19-ის ვაქცინები შრი-ლანკაში ჩაიტანეს

COVAX-ის პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შრი-ლანკაში ჩაიტანეს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, შრი-ლანკამ პირველ ეტაპზე ვაქცინის 264,000 დოზა მიიღო.

როგორც ჯანმო-ში აცხადებენ, მაისის ბოლომდე შრი-ლანკას ჯამში ვაქცინის 1,440,000 დოზა უნდა გადაეცეს. ხოლო, ვაქცინის დამატებით ნაწილს, რომელიც მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისათვის საჭირო ოდენობას მოიცავს, შრი-ლანკის ხელისუფლებას 2021 წლის მეორე ნახევარში გადაეცემა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჯანმო დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდების პროგრამას აწარმოებს. ამჟამად, COVAX პროგრამის ფარგლებში ვაქცინის 20 მილიონზე მეტი დოზა 20 ქვეყანაში გადანაწილდა. ხოლო მომავალ კვირაში 14.4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანა მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system