თავში

COVID-19 არ იქნება ბოლო პანდემია - გუტიერეში

​COVID-19 არ იქნება ბოლო პანდემია - გუტიერეში
COVID-19 არ იქნება ბოლო პანდემია - გუტიერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებს, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ასეთი მასშტაბების უბედურების წინაშე სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა, ამიტომ ვალდებულია, მიიღოს ზომები, რათა მომავალში ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.

"COVID-19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომელსაც წავაწყდებით. მაგრამ ის, შესაძლოა, ბოლო გახდეს, რომელშიც თავი სათანადოდ ვერ წარმოვაჩინეთ", - აღნიშნა გუტიერეშმა.

მისი თქმით, საჭიროა პანდემიისთვის მზაობის თანამედროვე და კარგად დაფინანსებული სტრუქტურა.

"ეს დაგვეხმარება, ავიცილოთ შეცდომები, რომელსაც მსოფლიო ახლა სჩადის", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system