თავში

"COVID-19 ბოლო პანდემია არ იქნება" - გაერო-ს გენმდივანი

"COVID-19 ბოლო პანდემია არ იქნება" - გაერო-ს გენმდივანი
COVID-19 ბოლო პანდემია არ იქნება - გაერო-ს გენმდივანი

COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშე კაცობრიობა აღმოჩნდება. ჯანდაცვის ამ კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ შემდეგისთვის უნდა მოვემზადოთ, - Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერიეშის "ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

"ეპიდემიისთვის მზადყოფნის ამ საერთაშორისო დღეს, მოდით მივაქციოთ ამ საკითხს ის ყურადღება, ყურადღება და ინვესტიცია, რომელსაც ის იმსახურებს“- წერს გუტიერეში "ტვიტერზე".

ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 280 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system