თავში

COVID-19-ის 15 სიმპტომი, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება

COVID-19-ის 15 სიმპტომი, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება
COVID-19-ის 15 სიმპტომი, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება

SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს ადამიანის მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ექიმები დაავადების ათობით სიმპტომს ითვლიან. მათ შორის, არის ისეთი სიმპტომებიც, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც ნარჩუნდება. 

სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელშიც 1 655 პაციენტი იღებდა მონაწილეობას, სწორედ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომებს ეთმობა. 15 სიმპტომიდან ერთ-ერთს მაინც პაციენტების 76% COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებიდან 6 თვის განმავლობაში უჩივის.

დაღლილობა ან კუნთების სისუსტე - ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, მას პაციენტების 63% უჩივის.

ძილის პრობლემები - გამოჯანმრთელებულების 26%-ს აწუხებს.

თმის ცვენა - 22%.

ყნოსვის დაკარგვა - 11%.

გულისცემის გახშირება - 9%.

სახსრების ტკივილი - 9%.

მადის დაქვეითება - 8%.

გემოს შეგრძნების დაქვეითება - 7%. 

თავბრუსხვევა - 6%.

დიარეა და ღებინება - 5%.

ტკივილი გურის არეში - 5%.

ყელის ტკივილი ან ყლაპვის გაძნელება - 4%.

გამონაყარი კანზე - 3%.

თავის ტკივილი - 2%.

დაბალი ტემპერატურა - 1%-ზე ნაკლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system