თავში

COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია
COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 34 შეადგინა. 31 რუსეთის მოქალაქეა, ორი - ჩინეთის, ერთი - იტალიის. 

ავსტრიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტი 69 მამაკაცი იყო, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 361-ს შეადგენს, 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ალბანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 590-მდე მოიმატა. ჯამში 10 ადამიანი დაიღუპა.

რუმინეთში 48 ადამიანია უკვე ინფიცირებული. 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

აზერბაიჯანში კორონავირუსით პირველი პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 15-ს შეადგენს. ერთი ინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა. 

ისლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა.

პორტუგალიაში COVID-19 უკვე 78 ადამიანს აქვს.

ნიდერლანდებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 614 შეადგინა. ჯამში 5 ადამიანი გარდაიცვალა. 

სლოვენიაში კორონავირუსი 82 ადამიანს აქვს.

მალაიზიაში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, რომელიც საზღვარგარეთ არ არის ნამყოფი და აცხადებს, რომ არც ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 149 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ესპანეთში COVID-19-ით თითქმის სამი ათასი ადამიანია ინფიცირებული, 84 გარდაიცვალა.

შვეიცარიაში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 858-მდე გაიზარდა.

პოლონეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირების 47 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა. ჯამში სამი ადამიანი გარდაიცვალა.

გერმანიაში ამ დროისთვის COVID-19-ის 2078 შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. 

ირანში ინფიცირებულთა რიცხვმა 10 075-ს მიაღწია. ჯამში გარდაცვლილია 429 ადამიანი. 3276 გამოჯანმრთელდა.

ფინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა.

დანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 615-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში 100 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ესტონეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 შეადგინა.

საფრანგეთის პოლინეზიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ქვეყნის პარლამენტის წევრია. ჯამში ქვეყანაში დაახლოებით 2,3 ათასი ინფიცირებულია. 48 ადამიანი გარდაიცვალა.

ლატვიაში კორონავირუსის კიდე 6 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 16-ს შეადგენს.

კამბოჯაში კორონავირუსი საკრუიზო ხომალდ Viking Cruise Journey-ის ორ ბრიტანელ მგზავრს დაუდასტურდა. ჯამში კორონავირუსი 5 ადამიანს გამოუვლინდა.

ალჟირში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 24-ს შეადგენს.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.

ტაილანდში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულია 70 ადამიანი.

ავსტრიაში კორონავირუსი უკვე 302 ადამიანს აქვს.

სერბეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულია 4 ადამიანი.

საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტი 66 წლის მამაკაცია, რომელიც მანამდე ეგვიპტესა და ისრაელში იყო. ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 99 შემთხვევაა

სამხრეთ კორეაში ბოლო-დღე ღამეში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 7869-მდე გაიზარდა. 66 გარდაიცვალა.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1311-მდე გაიზარდა. 38 ადამიანი დაიღუპა.

გაიანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 52 წლის ქალია, რომელიც 5 მარტს აშშ-დან დაბრუნდა.

კუბაში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ინფიცირებულთა რიცხვი 4 იყო. 7-ვე იტალიელი ტურისტია.

საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system