თავში

COVID-19-ის ახალი შტამი ევროპის 25 ქვეყანაში დაფიქსირდა - ჯანმო

COVID-19-ის ახალი შტამი ევროპის 25 ქვეყანაში დაფიქსირდა - ჯანმო
COVID-19-ის ახალი შტამი ევროპის 25 ქვეყანაში დაფიქსირდა - ჯანმო

ინტენსიური კონტროლის ღონისძიებების არარსებობის შემთხვევაში კორონავირუსის ახალი "ბრიტანული" შტამი კიდევ უფრო გაზრდის ჯანდაცვის სისტემის ტვირთს, რაც საგანგაშოა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლიუგემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბრიტანული შტამი ევროპის 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.

"ახალი შტამით, კორონავირუსის ინფექცია უფრო მწვავე ფორმით არ მიმდინარეობს, ასევე არ არის უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივი. ის ვრცელდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მოკლე დროში, ჩვენ უნდა გავზარდოთ ანტიეპიდემიური ძალისხმევა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად და მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ჩვენთვის ცნობილია, რომ უნდა ვატაროთ პირბადეები, თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან და მივაკვლიოთ ინფიცირებულთა კონტაქტებს", - განაცხადა კლიუგემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოებული ვაქცინების 90 პროცენტზე მეტი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system