თავში

COVID-19-ის ახალი შტამი შესაძლოა 30%-ით უფრო მომაკვდინებელი იყოს - ჯონსონი

COVID-19-ის ახალი შტამი შესაძლოა 30%-ით უფრო მომაკვდინებელი იყოს
COVID-19-ის ახალი შტამი შესაძლოა 30%-ით უფრო მომაკვდინებელი იყოს - ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, სწრაფად გავრცელებადთან ერთად, უფრო  მომაკვდინებელიც იყოს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ბრიტანეთის თავრობის ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსების მრჩეველთა ჯგუფის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა, შესაძლოა ქვეყანაში სიკვდილიანობა 30%-40%-ით გაზარდოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს. ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ახალი შტამით გარდაცვალების მაჩვენებელი საავადმყოფოების გადატვირთულობის ფონზე იკლებს.

თავად ბრიტანელი ეპიდემიოლოგები ბორის ჯონსონის განცხადებას იმით ხსნიან, რომ ქვეყნის პრემიერმა, თავის დაზღვევის მიზნით, ყველაზე ცუდი სცენარი იწინასწარმეტყველა და ამ ფორმით ქვეყანაში შეზღუდვების გახანგრძლივების მართებულობას გაუსვა ხაზი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system