თავში

COVID-19-ის ახალი, სწრაფად გავრცელებადი ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა

COVID-19-ის ახალი, სწრაფად გავრცელებადი ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა
COVID-19-ის ახალი, სწრაფად გავრცელებადი ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა

ვიეტნამში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც ინდური და  ბრიტანული  ვარიანტების ნაზავია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიეტნამში დაფიქსირებული ახალი შტამი ჰაერწვეთოვანი გზით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული შტამები. 

”უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის ინდური შტამი მუტაციებით, რომლებიც  ბრიტანულ ვარიანტს ეკუთვნის”, - განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა.

ვიეტნამში აქამდე კორონავირუსის შვიდი ვარიანტი ფიქსირდებოდა:  B.1.222, B.1.619, D614G, B.1.1.7 (ბრიტანული შტამი), B.1.351, A.23.1 და B.1.617.2 (ინდური ვარიანტი).

ვიეტნამში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის 6 570 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 47 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system