თავში

COVID-19-ის ახალი ტალღა ნოემბერშია მოსალოდნელი?

​COVID-19-ის ახალი ტალღა ნოემბერშია მოსალოდნელი?
COVID-19-ის ახალი ტალღა ნოემბერშია მოსალოდნელი?

ნოემბერში კორონავირუსის ახალი აფეთქებაა მოსალოდნელი, თუ მსოფლიო ზაფხულამდე პანდემიის სრულად დამარცხებას ვერ შეძლებს. ეს საგანგაშო პროგნოზი ჩინეთში გამოითქვა. შანხაის „ჰუაშანის“ საავადმყოფოს მთავარი ინფექციონისტის ჩჟან ვენჰუნის განცხადებით, ნოემბრის შემდეგ, მსოფლიო შესაძლოა ახალი გამოწვევის წინაშე დადგეს და ეს კორონავირუსის ეპიდემიის მომდევნო ტალღა იქნება.

ექიმის განცხადებით, რადგან ვირუსი სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც გავრცელდა, მისი ზაფხულამდე სრულად დამარცხება შეუძლებელი იქნება. „როდესაც ზამთარი დაიწყება, ყველანი ისევ დავსხდებით სახლში“, განაცხადა ჩინელმა ექიმმა.

თუმცა, ვენჰუნი დამაიმედებელ პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ ახალი ტალღა, მიღებული გამოცდილების ფონზე, ისეთი მასშტაბური აღარ იქნება. ვენჰუნის თქმით, ახალი ტალღის შემთხვევაში, მისი გადატანა განსაკუთრებით მძიმე მცირე სამედიცინო რესურსების მქონე ქვეყნებისთვის იქნება. ამიტომ, სწორედ იქ განხორციელებულ ეპიდემიოლოგიურ კონტროლზე იქნება მსოფლიოში მოვლენათა განვითარება დამოკიდებული.

ჩინეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 82 160-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 3341 ადამიანი, გამოჯანმრთედა77663 და საავადმყოფოში მკურნალობას 1156 პაციენტი განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system