თავში

COVID-19-ის ბრაზილიური შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე სხვები - მეცნიერები

COVID-19-ის ბრაზილიური შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე სხვები - მეცნიერები
COVID-19-ის ბრაზილიური შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე სხვები - მეცნიერები

კორონავირუსის ახალ შტამს, რომელიც ბრაზილიაში აღმოაჩინეს, გადაცემის ორჯერ მეტი უნარი აქვს, ვიდრე ყველა ადრე გამოვლენილ შტამს. ამის შესახებ მეცნირებმა განაცხადეს.

მათი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ვარიანტი 1.7-2.4-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის წინა შტამები. მკვლევარებმა ვერ დაადგინეს, რით არის გამოწვეული მსგავსი ფაქტი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ზრდა უკავშირდება ორგანიზმში ვირუსის უფრო ხანგრძლივ ყოფნას.

ბრაზილიის ქალაქ მანაუსში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი შტამის გამო იქ სიკვდილის რისკი 1.2-1.9-ჯერ მეტი იყო, ვიდრე კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ჩვეულებრივი რისკები. ამავე დროს, არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობა, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს ქალაქის ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობასთან.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვირუსის მრავალი მუტაცია, რომელთა შორის ასევე გამოვლენილია ცილოვანი მუტაციები, რაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ვირუსს უფრო მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის სხეულის უჯრედებთან და ზოგიერთ შემთხვევაში, მას შეუძლია სხეულის მიერ წარმოებული ანტისხეულებისგან დაცვა.

ცნობილია, რომ ამ ტიპის ვირუსი მანაუსში 2020 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. 

დღეისათვის, P.1 შტამი ათობით ქვეყანაში გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system