თავში

COVID-19-ის ეპიცენტრ ქალაქში დღე-ღამეში არავინ დაინფიცირებულა

COVID-19-ის ეპიცენტრ ქალაქში დღე-ღამეში არავინ დაინფიცირებულა
COVID-19-ის ეპიცენტრ ქალაქში დღე-ღამეში არავინ დაინფიცირებულა

სამხრეთ კორეის ქალაქ დეგუში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენდა, ბოლო 24 საათში COVID-19-ის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დეგუ ის ქალაქია, სადაც, თებერვალში, ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის პირველი დიდი აფეთქება მოხდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ლეტალური შემთხვევებიც. ბოლო 24 საათში 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების 10450 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 208 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 7117და საავადმყოფოში მკურნალობს 3125 პაციენტი.

ქალაქ დეგუში კრონავირუის მასობრივი გავრცელება , თებერვლის ბოლოს გამართულ რელიგიურ შეკრებას მოჰყვა, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა. ქვეყანამ ვირუსის ეფექტურად მართვა მასობრივი ტესტირების მეთოდითა და სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვის პირობებში მოახერხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system