თავში

COVID-19-ის გამო ინგლისი შეზღუდვების სამსაფეხურიან სისტემას შემოიღებს

​COVID-19-ის გამო ინგლისი შეზღუდვების სამსაფეხურიან სისტემას შემოიღებს
COVID-19-ის გამო ინგლისი შეზღუდვების სამსაფეხურიან სისტემას შემოიღებს

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ დაამტკიცა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2 დეკემბრიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის მოქმედება წყდება. კორონავირუსის ინფექციასთან საბრძოლველად, გაერთიანებული სამეფო ადგილობრივი შეზღუდვების სისტემას უბრუნდება.

დღეიდან, ინგლისის უმეტეს ნაწილში საფრთხის მეორე (მაღალი) დონეა გამოცხადებული. ის ითვალისწინებს, რომ ბარები და რესტორნები არა უგვიანეს 23:00 საათისა დაიხურება, ხოლო ყველა მაღაზია, სილამაზის სალონი, საპარიკმახერო, სპორტული დარბაზი და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება. კონცერტებსა და სპორტულ შეჯიბრებებს შეიძლება დაესწროს მთლიანი ტევადობის არაუმეტეს 50%-ისა. ამასთან, ღია ცის ქვეშ რაოდენობა 2 ათას ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, დახურულ შენობაში კი - ათას ადამიანს.

მესამე (ძალიან მაღალი) საფრთხის დონე მოსახლეობის 35%-ს შეეხება. ამ შემთხვევაში სასტუმროებისა და კინოთეატრების, აგრეთვე კვების ობიექტებისა და ბარების საქმიანობის აკრძალვა ძალაში რჩება. მათ ვაჭრობა მხოლოდ გატანის შემთხვევაში შეუძლიათ. შეზღუდვები მასობრივი ღონისძიებების ჩატარებასა და შეხვედრების შეზღუდვები უფრო მკაცრდება.

პირველი (საშუალო) საფრთხის დონე ყველაზე მსუბუქ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ის შენობაში 6 ადამიანის შეკრების უფლებას აძლევს. ეს დონე გაერთიანებული სამეფოს სამ რეგიონში: კორნუოლში, ლა-მანშის სრუტეში უაითის კუნძულზე და სილის არქიპელაგზე იმოქმედებს.

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია საკუთარ სანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ ზომებს თავად განსაზღვრავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system