თავში

COVID-19-ის გამო წყვილმა პატარა კუნძულზე მარტო ცხოვრება გადაწყვიტა

COVID-19-ის გამო წყვილმა პატარა კუნძულზე მარტო ცხოვრება გადაწყვიტა
COVID-19-ის გამო წყვილმა პატარა კუნძულზე მარტო ცხოვრება გადაწყვიტა

ირლანდიის სანაპიროებთან პატარა კუნძულ ოუიზე წყვილმა დიდი ბრიტანეთიდან კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლირებულად ყოფნა გადაწყვიტა.

ლუკა და სარა კუნძულზე გასული წლის 14 მარტს გადავიდნენ, დიდი ბრიტანეთში ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების დაწესებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. წყვილს განმარტოება და ცხოვრების ნელი ტემპით სარგებლობა სურდა.

ინტერნეტში ახალგაზრდებმა კუნძულზე პატარა კოტეჯის გაქირავების შესახებ განცხადება იპოვეს და გადაწყვიტეს, იქ გადასულიყვნენ. კუნძულზე არ არის ელექტროენერგია, წყალი და გაზი, არავინ ცხოვრობს მუდმივად, იქ მხოლოდ ზაფხულში რამდენიმე მაცხოვრებელი ჩადის.

წყვილმა საკუთარი მეურნეობა წამოიწყო: თევზაობენ, ქათმებს ზრდიან და ბოსტნეული მოჰყავთ. ისინი დასაბანად წვიმის წყალს, თავიანთი ტელეფონების ელემენტებისთვის კი მზის ენერგიას იყენებენ.

"ჩვენ ვცხოვრობთ პატარა აგარაკზე, სადაც ნახშირის ბუხარია. ჩვენ გვაქვს ნახშირი, რომელიც ზაფხულში შევაგროვეთ. ასევე წვიმის წყალი, რომელსაც დასაბანად ვიყენებთ", - განაცხადა წყვილმა.

სარას თქმით, კუნძულს აქვს 4G-ის კარგი კავშირი. მატერიკზე მისასვლელად ისინი ნავს იყენებემ, რომლის საშუალებითაც წყვილმა ზაფხულში ზამთრისთვის საჭირო პროდუქტები მოიმარაგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system