თავში

COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია არ გამოირიცხება - WSJ 

COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია არ გამოირიცხება - WSJ 
COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია არ გამოირიცხება - WSJ 

ანგარიშში, რომელიც აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ არის მომზადებული და СOVID-19-ის წარმომავლობას ეძღვნება, აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ჩინეთის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზა სარწმუნოა და ამას დამატებითი გამოძიება სჭირდება. ამის შესახებ The Wall Street Journal იმ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებისთვისაც დოკუმენტის შინაარსი ცნობილია.

გამოცემის ცნობით, კვლევა 2020 წლის მაისში კალიფორნიაში მდებარე ლოურენს ლივემორის ეროვნულმა ლაბორატორიამ მოამზადა. სწორედ ეყრდნობოდა სახელმწიფო დეპარტამენტი ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დაადგინონ, საიდან წარმოიშვა COVID-19 და საბოლოო მოხსენება 90 დღეში წარადგინონ.

ამასთან, ჩინეთი ისევ უარყოფს ინფორმაციას COVID-19 ხელოვნური წარმოშობის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system