თავში

COVID-19-ის პანდემია სულ უფრო ინტენსიური ხდება - ჯანმო

​COVID-19-ის პანდემია სულ უფრო ინტენსიური ხდება - ჯანმო
COVID-19-ის პანდემია სულ უფრო ინტენსიური ხდება - ჯანმო

უკვე მე-9 კვირა ზედიზედ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი მთელ მსოფლიოში იმატებს, ინფექციით გამოწვეული გარდაცვალებისა კი - მე-6 კვირა ზედიზედ. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

"COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში სულ უფრო ინტენსიური ხდება. უკვე მე-9 კვირა ზედიზედ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი მთელ მსოფლიოში იმატებს, ინფექციით გამოწვეული გარდაცვალებისა კი - მე-6 კვირა ზედიზედ", - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების იმდენივე შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც პანდემიის პირველი 5 თვის განმავლობაში.

"რამდენიმე რეგიონში ინფიცირების და სიკვდილიანობის შემთხვევების მცირე შემცირება ფიქსირდება, თუმცა ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის ინტენსიური გადაცემა ჯერ კიდევ ფიქსირდება", - განაცხადა გებრეისუსმა.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე სიტუაცია ინდოეთში შეიქმნა.

გებრეისუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2,6 ათასი თანამშრომელიც მობილიზაცია მოახდინა და "ადგილებზე მხარდაჭერის განხორციელებისთვის" გაგზავნა. ისინი ეპიდემიოლოგიურ დაკვირვებას, ტექნიკურ კონსულირებასა და ვაქცინაციის სფეროში სამუშაოებს ახორციელებენ.

"ვაქცინაციის ფასეულობა ჯერ არასოდეს ყოფილა ასეთი თვალხილული", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system