თავში

COVID-19-ის პანდემიის გამო 1,5 მილიონი ბავშვი დაობლდა

COVID-19-ის პანდემიის გამო 1,5 მილიონი ბავშვი დაობლდა
COVID-19-ის პანდემიის გამო 1,5 მილიონი ბავშვი დაობლდა

საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის თანამად, კორონავირუსის პანდემიის გამო 1.5 მილიონმა ბავშვმა დედა-მამა, ბებია ან ბაბუა დაკარგა. მეცნიერთა შესაბამისი დასკვნა სამედიცინო გამოცემა  The Lancet-ში გამოქვეყნდა

ამასთან, მეცნირები აღნიშნავენ, რომ იმ ბავშვების რეალური რაოდენობა, რომლებმაც ერთბაშად ერთი ან ორი მარჩენალი დაკარგეს, შეიძლება უფრო მაღალი იყოს. 

მეცნიერების დასკვნა  21 ქვეყანაში შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად მომზადდა. საუბარია ქვეყნებზე, სადაც კორონავირუსით სიკვდილიანობის დაახლოებით 77% მოდის.

მონაცემების შედარების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პანდემიის პირველ 14 თვეში 1.04 მილიონზე მეტმა ბავშვმა დაკარგა მამა ან დედა. ხოლო 1,5 მილიონმა დაკარგა მშობლები, ბებიები, ბაბუები ან მეურვეები.

მეცნიერები თვლიან, რომ ობოლი ბავშვების ასეთი დიდი რაოდენობა გაერო-სა და ცალკეულ სახელმწიფოთა მიერ შესაბამისი ზომების სწრაფად შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებს, რაც ობლად დარჩენილ ბავშვებს მშობლებისა და მარჩენალების დაკარგვის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system