თავში

COVID-19-ის "სამხრეთ აფრიკული შტამი" დანიაშიც გავრცელდა

COVID-19-ის "სამხრეთ აფრიკული შტამი" დანიაშიც გავრცელდა
COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი დანიაშიც გავრცელდა

დანიაში კორონავირუსის "სამხრეთ აფრიკული შტამით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის ცნობით, ვირუსის ახალი შტამი სახელწოდებით B.1.351/501Y დუბაიდან დაბრუნებულ პირს დაუდასტურდა.

დანიის მთავრობამ, ინფექციების ზრდის ფონზე,  5 ადამიანზე მეტს შეკრება აკრძალა. ამასთან, ქუჩაში გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადის გაკეთება. 22:00 საათის შემდეგ აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა. ქვეყნის მასშტაბით დახურულია რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, თეატრები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები.

დანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 188 199-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 1 747 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system