თავში

COVID-19-ის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი შეიმუშავეს - BBC

COVID-19-ის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი შეიმუშავეს - BBC
COVID-19-ის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი შეიმუშავეს - BBC

ფარმაცევტებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი "რეგენერონი" შექმნეს. ამის შესახებ BBC წერს.

ახალი და საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატი  ლაბორატორიაში მიღებული ორი ტიპის ანტისხეულების ნარევია, რომელიც ინტრავენურად შეჰყავთ და ორგანიზმს ვირუსის განეიტრალებაში ეხმარება.

ბრიტანეთის მედიკამენტების კვლევითმა ჯგუფმა Recovery Trial-მა განაცხადა, რომ პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მესამე პაციენტს ეხმარება. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყოველ 100 პაციენტში 6 პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

პრეპარატის ღირებულება დაახლოებით 1400-დან 2800 აშშ დოლარამდე მერყეობს.  

"რეგენერონი" მხოლოდ იმ პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, რომელთა ორგანიზმიც ანტისხეულებს დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებს. 

ბრიტანეთში ეს მედიკამენტი ათას პაციენტზე გამოსცადეს და აღმოჩნდა, რომ იგი მნიშვნელოვნად ამცირებს: სიკვდილის რისკი. ასევე, საავადმყოფოში და რეანიმაციაში გადაყვანის აუცილებლობის რისკებს. 

სერ მარტინ ლენდრი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი პრეპარატი კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში სიკვდილის რისკს დაახლოებით ერთი მეხუთედით ამცირებს.

ახალი პრეპარატი  დექსამეტაზონთან ერთად გამოიყენებოდა.  ერთი წლის წინ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ დექსამეტაზონმა კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს შორის სიკვდილის რისკი დაახლოებით მესამედით შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system