თავში

COVID-19-ის საშიშმა შტამებმა ერთ კვირაში გეოგრაფია გააფართოვა

​COVID-19-ის საშიშმა შტამებმა ერთ კვირაში გეოგრაფია გააფართოვა
COVID-19-ის საშიშმა შტამებმა ერთ კვირაში გეოგრაფია გააფართოვა

კორონავირუსის უაღრესად ინფექციურმა შტამებმა "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა" გასული კვირის განმავლობაში თავიანთი გეოგრაფია გააფართოვა. კერძოდ, იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების რიცხვი, რომლებშიც კორონავირუსის დელტა ვარიანტი ვრცელდება, ერთ კვირაში 142-დან 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია აღნიშნული.

"ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა" ექსპერტებმა დაახასიათეს, როგორც "შემაშფოთებელი ვარიანტები".

ჯანმო-ს ბიულეტენის თანახმად, "ალფა" შტამი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში 2020 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, ახლა 190 ქვეყანაში და ტერიტორიაზე ვრცელდება.

"ბეტა" ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასულ აგვისტოში გამოვლინდა, 138 ქვეყანაში ვრცელდება.

"გამა" შტამი, რომელიც სექტემბერში ბრაზილიაში აღმოაჩინეს, ახლა 82 ქვეყანაშია გამოვლენილი.

"დელტა" ვარიანტმა, რომელიც სპეციალისტებისთვის 2020 წლის ოქტომბრიდან ინდოეთში აღმოჩენის შემდეგ არის ცნობილი, თავისი გეოგრაფია ერთ კვირაში 142–დან 148 ქვეყანამდე და ტერიტორიამდე გააფართოვა.

ჯანმო-ს ბიულეტენის თანახმად, 9 -დან 15 აგვისტომდე, მსოფლიოში შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 4% -ით გაიზარდა: კორონავირუსით ინფიცირების 4,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 66 ათასი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system