თავში

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ევროპაში ახალი შეზღუდვები დაწესდა

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ევროპაში ახალი შეზღუდვები დაწესდა
COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ევროპაში ახალი შეზღუდვები დაწესდა

ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ევროპის მასშტაბით ახალი შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საკარანტინო შეზღუდვების უმრავლესობა რამდენიმე ქვეყანაში კვლავ ამოქმედდა. 

საფრანგეთის ცხრა ქალაქში ღამის საათებში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

პარიზში, ასევე მარსელში, ლიონში, ლილში, სენტ-ეტიენში, რუანში, ტულუზაში, გრენობლსა და მონპელიეში 21:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს. შეზღუდვა ძალასი 4 კვირის განმავლობაში იქნება. დაიშვება მხოლოდ აუცილებელი მოგზაურობები.

ლიონი, ლილი, გრენობლი და სენ-ეტიენი "მაქსიმალური სიფხიზლის" ზონა გახდა. დახურულია ბარები და რესტორნები.

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

ადამიანებს არ შეუძლიათ დატოვონ ან შევიდნენ მადრიდში არაარსებითი მიზეზების გამო. ბიზნესი შეზღუდულია 50%-ით. დაწესებულებები  22:00 საათამდე უნდა დაიხუროს. საოჯახო და სოციალური შეხვედრები ექვსი ადამიანით შემოიფარგლება.

კატალონიის რეგიონში 15 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში რეგიონის ყველა ბარი და რესტორანი დაიხურა.

ნიდერლანდებში ნაწილობრივი ოთხკვირიანი კარანტინია გამოცხადებული. 14 ოქტომბრიდან ყველა ბარი, რესტორანი და ყავის მაღაზია დაიხურა. 20:00 საათის შემდეგ მაღაზიებსა და რესტორნებში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია. ხალხს ურჩევენ მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და იმუშაონ სახლიდან. ღონისძიებები, როგორიცაა ღია ცის ქვეშ კონცერტები და გართობა, აკრძალულია.

გერმანიამ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულთათვის ახალი წესები შემოიღო. გერმანიაში აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, კერძოდ როგორიცაა ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები და კონცერტები.

აეროპორტებში ტესტირება სავალდებულოა მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის. ამასთან გერმანიაში ჩასულ პირებს 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ.

ბერლინში, რომელიც იმ რეგიონებს შორისაა, სადაც ინფექციების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, სავალდებულოა, რომ 23:00 საათზე რესტორნები და ბარები დაიხუროს. 

იტალიაში როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულოა. ქვეყნის მასშტაბით ბარები და რესტორნები უნდა დაიხუროს 21:00 საათზე. ასევე აკრძალულია წვეულებების გამართვა, რომელსაც 30 ადამიანზე მეტი ესწრება. საავადმყოფოებსა და თავშესაფრებში აიკრძალა ახლობლების მონახულება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system