თავში

COVID-19-ის შესაძლო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს

COVID-19-ის შესაძლო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს
COVID-19-ის შესაძლო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს

ტაილანდის უძველესი, ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადა. ვაქცინის ადამიანებზე ტესტირებას უნივერსიტეტი ოქტომბრიდან დაიწყებს.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით სექტემბრის თვემდე იგეგმება ვაქცინის 10,000 დოზის წარმოება, ამასთან შეირჩევა 5,000 მოხალისე, რომელსაც ოქტომბრის თვეში ვაქცინის ტესტირებას ჩაუტარებენ.

კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების დასრულებას უნივერსიტეტი ნოემბერში გეგმავს.

ამასთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გლობალური ძალისხმევისა, კორონავირუსის ვაქცინას 2021 წლის შუა რიცხვებზე უფრო ადრე არ უნდა ველოდოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system