თავში

COVID-19-ის ვაქცინის პირველი თაობა, სავარაუდოდ, არასრულყოფილი იქნება

COVID-19-ის ვაქცინის პირველი თაობა, სავარაუდოდ, არასრულყოფილი იქნება
COVID-19-ის ვაქცინის პირველი თაობა, სავარაუდოდ, არასრულყოფილი იქნება

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქეით ბინგემმა განაცხადა, რომ პირველი თაობის COVID-19-ის ვაქცინები, სავარაუდოდ, არასრულყოფილი იქნება და ისინი, შესაძლოა, ყველასთვის არ გამოდგეს. მან დაამატა, შესაძლოა, ვაქცინა საერთოდ არ იყოს. ამის შესახებ NDTV წერს.

"COVID-19-ის ვაქცინების პირველი თაობა, სავარაუდოდ, არასრულყოფილი იქნება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მათ, შესაძლოა, ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალონ, უბრალოდ შეამცირონ სიმპტომები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველასთვის ეს ვაქცინა გამოსადეგი არ არის. მრავალმა ან ყველა ვაქცინამ შესაძლოა მარცხი განიცადოს", -  განაცხადა ბინგემმა.

აქცენტი გაკეთდა ვაქცინებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, იმუნურ რეაქციებს იწვევს 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაში ზაფხულში ანტისხეულები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სწრაფად შემცირდა.

ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს იმ მოსაზრებაზე, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე პირველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system