თავში

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს ფილტვები გადაუნერგეს

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს ფილტვები გადაუნერგეს
COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს ფილტვები გადაუნერგეს

პირველად ლათინურ ამერიკაში, მექსიკელმა ექიმებმა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს ორივე ფილტვი გადაუნერგეს. ოპერაცია ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ნუევო-ლეონში ჩატარდა.

"ასეთი ტიპის გადანერგვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტში პირველად ჩატარდა", - განაცხადა მთავარმა ექიმმა.

მედიკოსის თქმით, 57 წლის პაციენტს საავადმყოფოში მინიმუმ ორი კვირის გატარება მოუწევს, რადგან ის ჯერ ჟანგბადის აპარატის დახმარებით სუნთქავს. 

ექიმები იმედოვნებენ, რომ რეაბილიტაციის პერიოდი კარგად ჩაივლის, თუმცა, მათი თქმით,  ჯერ  წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system