თავში

COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით ჩეხეთი ლიდერობს

COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით ჩეხეთი ლიდერობს
COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით ჩეხეთი ლიდერობს

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, უკანასკნელი შვიდი დღის შედეგებით, ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე, COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით ჩეხეთის რესპუბლიკა ლიდერობს.

გასული კვირის შედეგების თანახმად, ჩეხეთი მოწინავე ადგილზე აღმოჩნდა. ჩეხეთში, ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11,2-ს შეადგენს, ანდორაში - 7,88, შემდეგ მოდის ბელგია - 6,81, სომხეთი - 6,19 და მონტენეგრო - 6,11. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩეხეთში კორონავირუსით 11 428 პაციენტი დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში 335 102 ადამიანია დაავადებული, აქედან 7 673 საავადმყოფოშია მოთავსებული. გარდაიცვალა 3 251 პაციენტი.

5 ოქტომბრიდან ჩეხეთში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system