თავში

COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში 375 ათასს აჭარბებს

​COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში 375 ათასს აჭარბებს
COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში 375 ათასს აჭარბებს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით გარდაიცვალა 376 219 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით ექვს მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების თვალსაზრისით ყველაზე მეტად აშშ დაზარალდა. შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ 800 ათასს აჭარბებს. მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც კორონავირუსი 526 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, დაღუპულთა რიცხვი 29 ათასს აჭარბებს. მესამე ადგილზე რუსეთია, სადაც ოფიციალური მონაცემებით, დაინფიცირდა 414 ათასზე მეტი და გარდაიცვალა 4800-ზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსისგან მსოფლიოში გამოჯანმრთელდა 2 მილიონ 880 000 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system