თავში

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ინდოეთში 8 მილიონს გადააჭარბა

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ინდოეთში 8 მილიონს გადააჭარბა
COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ინდოეთში 8 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 8 მილიონზე მეტია. მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი შემთხვევები, თუმცა, ფესტივალებისა და დღესასწაულების სეზონის მოახლოებასთან ერთად, სადაც მილიონობით ადამიანი დისტანციისა და დამცავი საშუალებების გარეშე იკრიბება, ინფექციის გაზრდის რისკი კიდევ უფრო იმატებს.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ფესტივალები ვირუსის ადგილობრივ აფეთქებებს შეუწყობს ხელს და ინფექციის გავრცელების დღიური შემთხვევები დრამატულად შეიძლება გაიზარდოს.

ინდოეთი ამ დროისთვის კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე აშშ-ის შემდეგ, თუმცა, მზარდი სტატისტიკის პირობებში, შესაძლოა, პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.

ინდოეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 49 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 517 ადამიანი. ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 120 527-ს მიაღწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system