თავში

COVID-19-ით სიკვდილიანობა 10%-ით შემცირდა - ჯანმო

COVID-19-ით სიკვდილიანობა 10%-ით შემცირდა - ჯანმო
COVID-19-ით სიკვდილიანობა 10%-ით შემცირდა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა 10 პროცენტით შემცირდა.  შესაბამისი განცხადება ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

”კვირის განმავლობაში COVID-19–ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მცირდება. ამის მიუხედავად, 20–დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 3,3 მილიონზე მეტი ინფიცირების და 55 ათასზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა”, - ნათქვამია მოხსენებაში.

ჯანმო-ს მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 232,075,351 შემთხვევა ფიქსირდება, დაავადებას 4,752,988 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system