თავში

COVID-19 ხელოვნურად არ შექმნილა - ჯანმო

COVID-19 ხელოვნურად არ შექმნილა - ჯანმო
COVID-19 ხელოვნურად არ შექმნილა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი და კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი, პიტერ ბენ ემბარეკი აცხადებს რომ COVID-19 ხელოვნურად არ შექმნილა და რომ ის ბუნებრივი ვირუსების რიგს მიეკუთვნება. პიტერ ბენ ემბარეკის ინტერვიუ, რომელშიც ის კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანმო-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"გვაქვს ხელსაწყოები, რომლის მეშვეობითაც ვირუსის გენეტიკური წარმომავლობის შესწავლა შეგვიძლია და როდესაც მათი საშუალებით COVID-19-ს ვაკვირდებით, ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ხელოვნურად შეიქმნა. ის ბუნებრივად წარმოშობილი ვირუსია და ასეთები ჩვენს გარშემო მრავლად არიან. თუმცა, რა თქმა უნდა ვირუსის გავრცელების ამ ვერსიასაც გამოვიკვლევთ და შევისწავლით", - აცხადებს ჯანმო-ს მეცნიერი.

პიტერ ბენ ემბარეკმა კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ვირუსის შესწავლა სამი მთავარი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ მისი წარმოშობის წყაროს მივაგნებთ ამით სამომავლოდ ამ ვირუსის ხელახალ გავრცელებას თავიდან ავიცილებთ. მეორე მიზეზი არის ის, რომ თუ შევძლებთ დავადგინოთ, როგორ გადავიდა ვირუსი ღამურიდან ადამიანზე მომავალ პანდემიებს თავიდან ავიცილებთ. დაბოლოს, თუ შევძლებთ ვირუსის პირველსახის აღმოჩენას, სანამ ის ადამიანზე გავრცელდებოდა, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნას შევძლებთ", - აღნიშნა მეცნიერმა.

ჯანმო-ს კორონავირუსის ექსპერტთა შემსწავლელი ჯგუფი კორონავირუსის წარმოშობის სავარაუდო ადგილას, ჩინეთში, კერძოდ კი ქალაქ უჰანში 14 იანვარს ჩავიდა. მეცნიერები 2 კვირას კარანტინში გაატარებენ, რის შემდგომაც გამოკვლევებს დაიწყებენ და COVID-19-ის წარმოშობის ყველა შესაძლო ვერსიას შეისწავლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system