თავში

COVID-19-მა გავლენა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც მოახდინა - ჯანმო

​COVID-19-მა გავლენა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ
COVID-19-მა გავლენა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც მოახდინა - ჯანმო

კორონავირუსმა კარდინალურად იმოქმედა არა მხოლოდ ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ზიანი მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასაც მიაყენა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა კიევში პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა.

"ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნილებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა, ხოლო მათთან მიმართებაში გაწეული სერვისები ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილურია. ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამიტომაც ორი წლის წინ მე წამოვიწყე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ინიციატივა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომელიც 12 ქვეყანას დახმარებას სთავაზობს”, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რაც უფრო მალე იქნება პანდემია დაძლეული, მით უფრო მალე მოგვარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

"ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით შეგვიძლია. დღესდღეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინის 4 მილიარდზე მეტი დოზაა შეყვანილი. მაგრამ აქედან 75% მხოლოდ 10 ქვეყანაში იყო გაკეთებული. სამწუხაროდ, გაზიარების სურვილის არქონა ამ პანდემიის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. ეს არის ინფორმაციის, მონაცემების, ბიოლოგიური ნიმუშების, ვაქცინების, ტექნოლოგიების გაზიარების სურვილის ნაკლებობა და, შესაბამისად, ახლა იზრდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან სხვა სამართლებრივი იდეის გლობალური მხარდაჭერა, რომელიც პანდემიაზე მზადყოფნისა და რეაგირებისათვის მძლავრ სამართლებრივ ჩარჩო შექმნიდა", - აღნიშნა გებრეისუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system