თავში

COVID-19-მა, შესაძლოა, სმენის დაქვეითება გამოიწვიოს

COVID-19-მა, შესაძლოა, სმენის დაქვეითება გამოიწვიოს
COVID-19-მა, შესაძლოა, სმენის დაქვეითება გამოიწვიოს

დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა გუნდმა, რომელმაც 45 წლის პაციენტის შემთხვევა შეისწავლა, დაადგინა, რომ COVID-19-მა, შესაძლოა, სმენის მოულოდნელი და მუდმივი დაქვეითება გამოიწვიოს.

ასთმით და COVID-19-ით დაავადებული 45 წლის ადამიანი საავადმყოფოში იმყოფებოდა და რემდესივირით და სხვა მედიკამენტებით მკურნალობდა. როდესაც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გაეწერა, ერთი კვირის შემდეგ მას მარცხენა ყურში სმენის დაქვეითება გამოუვლინდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ, არცერთ დანიშნულ პრეპარატს არ შეეძლო ამ გვერდითი მოვლენის გამოწვევა. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტს სმენის პრობლემები არ ჰქონია.

ლონდონის ყელ-ყურ-ცხვირის საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსმა სმენა დააქვეითოს.

"შესაძლებელია, რომ SARS-CoV-2 მოხვდეს ყურის შიდა უჯრედებში და გაანადგუროს ისინი, ან ორგანიზმში გამოიწვიოს ანთებითი ქიმიკატების გამოყოფა, რომლებიც, შესაძლოა, ტოქსიკური იყოს შიდა ყურისთვის", - განაცხადა ექიმმა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა, კევინ მუნრომ ასევე განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც COVID-19-ით დაავადდა, ტინიტუსის ან სმენის დაკარგვას უჩივის. ექიმის თქმით, მისმა კვლევის თანახმად, რომელიც 121 პაციენტზე ჩაატარა დაადგინა, რომ საავადმყოფოდან გაწერიდან ორი თვის შემდეგ 16 მათგანს სმენის პრობლემა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system