თავში

COVID-19 პანდემიად ერთი წლის წინ გამოცხადდა

​COVID-19 პანდემიად ერთი წლის წინ გამოცხადდა
COVID-19 პანდემიად ერთი წლის წინ გამოცხადდა

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 118,680,603-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 29,862,124 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 11,285,561 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 11,205,972 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (4,360,823). მეხუთეზე - დიდ ბრიტანეთი (4,234,924). 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (3,963,165), ესპანეთში (3,178,442), იტალიაში (3,123,368).

2 მილიონს გადასცდა შემთხვევების რიცხვი თურქეთში (2,821,943), გერმანიაში (2,532,855), კოლუმბიაში, (2,285,960) არგენტინასა (2,169,694) და მექსიკაში (2,144,558).

მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება პოლონეთში (1,828,313), ირანში (1,715,162), სამხრეთ აფრიკაში (1,524,174) უკრაინაში, (1,425,522), ინდონეზიაში (1,398,578), პერუში (1,387,457), ჩეხეთსა (1,365,724) და ნიდერლანდებში (1,133,474).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,633,218 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 94,288,177 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system