თავში

COVID-19-ს ახალი შტამი უფრო ძლიერი, ვიდრე საწყისი

​COVID-19-ს ახალი შტამი უფრო ძლიერი, ვიდრე საწყისი
COVID-19-ს ახალი შტამი უფრო ძლიერი, ვიდრე საწყისი

მეცნიერებმა კორონავიეუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელიც მთელს მსოფლიოში დომინირებს და როგორც ჩანს, მას ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იმ ვერსიებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის პირველ დღეებში ვრცელდებოდა. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც Los Alamos National Park-ის მეცნიერებმა ჩაატარეს. ინფორმაციას The Eastern Herald ავრცელებს.

ახალი კვლევის თანახმად, ახალი შტამი ევროპაში თებერვალში გაჩნდა, შემდეგ კი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გავრცელდა, მარტის შუა რიცხვებიდან კი მთელ მსოფლიოში დომინანტი გახდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სწრაფი გავრცელების გარდა, ადამიანები ხელახალი ინფიცირებისადმი მეტად მოწყვლადები ხდებიან.

მეცნიერების თქმით, ასეთი მუტაციების შესწავლა აუცილებელია, რათა ვაქცინები და წამლები, რომლებზეც მთელი მსოფლიო მუშაობს, ამ ცვლილების შემთხვევაშიც ეფექტური იყოს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, სად გაჩნდა ახალი შტამი. თუმცა ის უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს, ვიდრე შტამი, რომელიც ვუჰანიდან გავრცელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system