თავში

"COVID-19-ს" და სეზონურ ალერგიებს იგივე სიმპტომები აქვთ: როგორ განვასხვავოთ ისინი

"COVID-19-ს" და სეზონურ ალერგიებს იგივე
COVID-19-ს და სეზონურ ალერგიებს იგივე სიმპტომები აქვთ: როგორ განვასხვავოთ ისინი

სეზონურ ალერგიებსა და ახალ კორონავირუსს ერთნაირი სიმპტომები აქვთ, თუმცა მათი განსხვავება მაინც შესაძლებელია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ზოგადი პრაქტიკოსების სამეფო კოლეჯის პროფესორმა, მარტინ მარშალმა ისაუბრა. 

ალერგიის ძირითადი ნიშნები ცხვირის სისველე ან გაჭედვა, ცემინება, ცრემლდენა და ზოგჯერ ხველაც არის. ასევე შესაძლებელია, ამან ორგანიზმის დასუსტებაც გამოიწვიოს, ეს კი ძირითადად ამინდსა და დღის მონაკვეთზეა დამოკიდებული. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც დამტვერვის პერიოდში აქვთ ალერგია, შესაძლოა, დილის პერიოდში უფრო ცუდად გრძნობდნენ თავს, ხოლო წვიმიან ამინდში კი პირიქით, გაცილებით უკეთესად. 

კორონავირუსს სხეულის მაღალი ტემპერატურა და მუდმივი ხველა ახასიათებს, რომელიც გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებელია. ამ შემთხვევაში, უმჯობესია ექიმთან დარეკვა და თვითიზოლაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system