თავში

COVID-19 სეზონურ დაავადებად გადაიქცევა - ბილ გეითსი

​COVID-19 სეზონურ დაავადებად გადაიქცევა - ბილ გეითსი
COVID-19 სეზონურ დაავადებად გადაიქცევა - ბილ გეითსი

ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეითსი აცხადებს, რომ შტამი "ომიკრონი" შეცვლის მიდგომას COVID-19-ის მიმართ, რომელიც ამიერიდან გახდება ერთგვარი სეზონური დაავადება გახდება. ამის შესახებ ბიზნესმენმა Twitter-ზე დაწერა.

"მას შემდეგ, რაც ქვეყნები "ომიკრონის" ტალღის წინაშე აღმოჩნდებიან, ეს დიდი გამოწვევა იქნება ჯანდაცვის სისტემებისთვის. მძიმე დაავადების შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ ადამიანებს შეეხება. მაგრამ როდესაც "ომიკრონი" მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება, წლის ბოლომდე გაცილებით ნაკლები ავადობა იქნება, ასე რომ COVID-19 გახდება სეზონური გაციების მსგავსი რაღაც იქნება", - წერს გეითსი.

მან ასევე დასძინა, რომ სხვა, უფრო გადამდები შტამის გაჩენას არ ვარაუდობს და აღნიშნა, რომ "ომიკრონმა", შესაძლოა, უკვე მომავალ წელს ჯოგური იმუნიტეტი გამოიწვიოს. 

მანამდე ბილ გეითსმა განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მომავალ წელს დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამები ჩნდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი არასაკმარისია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system