თავში

COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულებმა, შესაძლოა, ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა მიიღონ

COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულებმა, შესაძლოა, ვაქცინის მხოლოდ ერთი დ
COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულებმა, შესაძლოა, ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა მიიღონ

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა ორგანომ რეკომენდაცია გასცა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით აცრან. ამის შესახებ გამოცემა Euronews წერს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ სახის რეკომენდაცია გასცა.

ევროკავშირში გამოყენებისათვის დამტკიცებული კორონავირუსის სამივე ვაქცინა ორი დოზის სახით მიიღება, რომლებიც რამდენიმე კვირის ინტერვალით კეთდება.

არაერთი კლინიკური კვლევით დამტკიცდა, რომ ორგანიზმის ძლიერი იმუნიტეტი ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემდგომ ყალიბდება. თუმცა,  საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, დაავადების მიმართ გარკვეული იმუნური რეაქცია უკვე გამომუშავებული აქვთ, რის გამოც, ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა საკმარისი იქნება. 

ხელისუფლების რეკომენდაციის ვაქცინის მხოლოდ ერთ დოზას ის პირები მიიღებენ, რომლებმაც დაავადებისგან სამი-ექვსი თვის წინ გამოჯანმრთელდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system